Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 83 ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია. 1. ბუნებრივი გაზის შენახვის საქმიანობას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი. 2. კომისია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზიის გაცემის გზით, ახდენს ბუნებრივი გაზის საწარმოს (რომელიც საკუთრების ან/და განკარგვის უფლებით ფლობს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტს), როგორც ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის, ავტორიზაციას. 3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 84-ე მუხლით დადგენილი წესით განცალკევებულ ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორზე. |