FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  43

კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები.
1. შესაბამისი კომპეტენტური უწყება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონით დადგენილი წესით მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2. შესაბამისი კომპეტენტური უწყება ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის მონაწილე ყველა დაწესებულების ინსპექტირების ღონისძიებებს.
3. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის მონაწილე დაწესებულება უნდა შემოწმდეს რეგულარულად, შემდეგი წესით:
    ა) სტანდარტული, ზოგადი შემოწმება ტარდება 2 წელიწადში ერთხელ. ამ დროს მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საქმიანობა, ქმედება და დოკუმენტი (მათ შორის, ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტი), აგრეთვე მისი პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია;
    ბ) სრულმასშტაბიანი, კომპლექსური შემოწმება ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ამ დროს მოწმდება შესაბამისი დაწესებულების ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საქმიანობა, ქმედება და დოკუმენტი (მათ შორის, ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტი), აგრეთვე მისი პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  43

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების გარდა, შემოწმება ტარდება:
    ა) სერიოზული გვერდითი რეაქციის ან სერიოზული გვერდითი მოვლენის გამოვლენის ყველა შემთხვევაში;
    ბ) შეტყობინების ან საჩივრის საფუძველზე;
    გ) ტრანსპლანტაციის საბჭოს/კომპეტენტური უწყების მიერ შედეგების არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის (შეფასების) შემთხვევაში;
    დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით.
5. შემოწმებას (ინსპექტირებას) ატარებს ინსპექტორი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია. საჭიროების შემთხვევაში ის შეიძლება ჩატარდეს შესაბამისი საბჭოს წევრებსა და სათანადო დარგობრივ (ტრანსპლანტოლოგთა, ნევროლოგთა, რეანიმატოლოგთა) ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
6. ინსპექტორი უფლებამოსილია:
    ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე შეამოწმოს და შეაფასოს აღნიშნული დაწესებულება, მესამე მხარის დაწესებულება, რომელთანაც ის თანამშრომლობს, მათი საქმიანობა და ობიექტები, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა ჩანაწერი;
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  43

ბ) გამოავლინოს შესაბამისი დაწესებულების საქმიანობაში არსებული დარღვევა ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, მოითხოვოს მისი აღმოფხვრა და მის აღმოსაფხვრელად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები;
    გ) შესაბამისი დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ამ დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დასაკისრებლად;
    დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები და შეასრულოს მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობები.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ინსპექტორის კვალიფიკაციასა და პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ინსპექტირების ჩატარებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
8. ინსპექტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  43

9. ინსპექტორმა შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მან შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარებისას მიღებული ინფორმაცია, განსაკუთრებით − პერსონალური მონაცემები და დონორებისა და რეციპიენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეინახოს, როგორც პროფესიული საიდუმლოება.
10. შესაბამისმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ინსპექტორის მიერ მისთვის ამ კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულება და მას ნება დართოს, ობიექტის, აღჭურვილობის, სამედიცინო და სხვა დოკუმენტების ინსპექტირება შეუზღუდავად განახორციელოს.
11. შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა ინსპექტორის მითითებებისა და გადაწყვეტილებების თანახმად.