Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 15 ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები. 1. ამ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება დევნის მსხვერპლი გახდეს, და რომელსაც არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის დაცვით. 2. იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს), სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, „Prima facie“ მიდგომით მიანიჭოს მათ ლტოლვილის სტატუსი „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით. 3. ლტოლვილის სტატუსის „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით მინიჭება ხდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით. |