FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  26

საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები.
1. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებები:
    ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური);
    ბ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება;
    გ) დანიშნოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ადმინისტრატორი;
    დ) დანიშნოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ლიკვიდატორი;
    ე) რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე შეამოწმოს ემიტენტი/მოვალე როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად ზედამხედველობით (მათ შორის, შეამოწმოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა/რეფინანსირების პროგრამა);
    ვ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს იმავე კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა);
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  26

ზ) თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ინფორმაცია დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ;
    თ) გასცეს ავტორიზაცია იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის ან გააუქმოს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის გაცემული ავტორიზაცია, გასცეს თანხმობა იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებაზე;
    ი) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები;
    კ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
    ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის აღსრულების მიზნით გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებითაც განისაზღვრება უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობის დამატებითი მოთხოვნები, ის მაქსიმალური ლიმიტი, რომელსაც არ უნდა აჭარბებდეს ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის უზრუნველყოფის აქტივები მის მთლიან აქტივებთან შეფარდებისას, პროგრამის სტრუქტურული მახასიათებლები, უზრუნველყოფის აქტივების აღრიცხვის წესი, უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის, პროგრამის ადმინისტრატორისა და პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები, მათი უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ინფორმაციის გამჟღავნების დამატებითი ვალდებულებები.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  26

3. საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ემიტენტებისა და მათი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამების შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.