FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ტურიზმის შესახებ

article  25

დახმარების ვალდებულება.
1. ტუროპერატორი ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაეხმაროს ტურისტს მოგზაურობის დროს წარმოშობილი სირთულეებისას, მათ შორის, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, კერძოდ:
    ა) მიაწოდოს ტურისტს ინფორმაცია ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისა და საკონსულო დახმარების შესახებ;
    ბ) დაეხმაროს ტურისტს კომუნიკაციის დამყარებაში და ალტერნატიული ტურისტული მომსახურების მოძებნაში;
    გ) ტურისტს, თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ან გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მიაწოდოს ინფორმაცია ინკლუზიური ტურისტული მომსახურებების და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ, აგრეთვე სურვილის შემთხვევაში მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია მისი საჭიროებების მიხედვით გონივრული მისადაგებისა და ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების თაობაზე.
2. თუ საფრთხე ან/და მნიშვნელოვანი დაბრკოლება გამოწვეულია ტურისტის დაუდევრობით ან მისი განზრახი ქმედებით, ტუროპერატორს უფლება აქვს, დახმარების გაწევისთვის ტურისტს მოსთხოვოს შესაბამისი საფასურის გადახდა. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს ტუროპერატორის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.