Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 4 კერძო პენსიის ხელშეკრულება. 1. პირი ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება აქტივების მმართველ კომპანიასთან, უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიასთან, მზღვეველთან, უცხოურ საპენსიო ორგანიზაციასთან ან უცხოურ სადაზღვევო ორგანიზაციასთან საპენსიო სქემის ხელშეკრულების გაფორმებით. 2. დასაქმებული დამსაქმებლის მიერ საკუთარი დასაქმებულებისთვის ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც დამსაქმებელთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს აღნიშნული დამსაქმებლის ჯგუფურ საპენსიო სქემას; ბ) დამსაქმებლის მიერ საკუთარი დასაქმებულებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით. 3. დასაქმებული დასაქმებულთა გაერთიანების მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება ამ დასაქმებულსა და შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებას შორის დადებული ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც დასაქმებულთა გაერთიანებასთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს ამ დასაქმებულთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემას; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 4 ბ) დასაქმებულთა გაერთიანების მიერ საკუთარი წევრებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით. 4. დასაქმებული დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება დამსაქმებელთა გაერთიანებასა და დასაქმებულის დამსაქმებელთან დადებული ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც დამსაქმებელთა გაერთიანებასთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს ამ დამსაქმებელთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემას; ბ) დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ საკუთარი წევრებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით. 5. პროფესიული ორგანიზაციის წევრი ამ ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც პროფესიულ ორგანიზაციასთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს ამ პროფესიული ორგანიზაციის ჯგუფურ საპენსიო სქემას; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 4 ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით. |