Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 45 შემოწმება. 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და მის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მას უფლება აქვს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საქმისწარმოების დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ჩანაწერები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის სისტემაში დაშვებისა და მონაწილეობის სისტემის წესებთან და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. |