FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  16

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები.
1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას.
2. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:
    ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას;
    ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას;
    გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას ობიექტების უწყებრივ რეესტრში;
    დ) ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებლად ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ახორციელებს ობიექტის ინსპექტირებას;
    ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
    ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
    ზ) გასცემს მითითებას ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  16

თ) ხელს უწყობს ამ თავით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
    ი) ახორციელებს დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობას, მათი განხილვის ორგანიზებას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
    კ) აწარმოებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
    ლ) შეიმუშავებს სამშენებლო-საპროექტო ნორმებს, წესებს, ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში;
    მ) ახორციელებს პერსონალის გადამზადებას, სწავლებას და ამ მიზნით ატარებს ტრენინგებსა და კურსებს.
3. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად,  ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დამატებით წარუდგენს:
    ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს;
    ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  16

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი დაწესებულებები ახორციელებენ ობიექტების ზედამხედველობას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებია:
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  16

ბ) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა;
    გ) განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
    დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, მშენებლობის მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის დაცვა;
    ე) გააკონტროლოს მშენებლობის მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა.
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია:
    ა) შეამოწმოს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;
    ბ) მშენებლობის მონაწილეებს მოსთხოვოს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  16

გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობის მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში;
    დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს: დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება; დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  16

ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი; წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯებს გაიღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო;
    ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობა; ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა; ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.
8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  16

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
    ბ) მიზნობრივი გრანტები;
    გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
    დ) სააგენტოს მომსახურების საფასური;
    ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას.
10. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1961 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3220 – ვებგვერდი, 13.08.2018წ საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5690 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.