FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  105

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები.
1. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება − „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი ლეიტენანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ პირს, აგრეთვე ამ სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური სასწავლო კურსის გავლისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის/შესაბამის თანამდებობრივ კატეგორიაში გადაყვანის შემთხვევაში. აღნიშნული კურსის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. ცალკეულ შემთხვევებში პირისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების კურსებს გადიან  სამსახურის  უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად.