FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  55

ზოგადი დებულებები.
1. პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება, უნდა წარადგინოს იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია (შემდგომ − გარანტია), თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ნაცვლად სხვა პირს მისცეს უფლება, წარადგინოს გარანტია.
2. საბაჟო ორგანომ შეიძლება ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთ კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციასთან ან კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით მოითხოვოს მხოლოდ ერთი გარანტიის წარდგენა. კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებით წარდგენილი გარანტიით უნდა დაიფაროს იმ იმპორტის გადასახდელის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოიშობა ამ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ ან გაშვებულ საქონელთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, სწორად არის თუ არა შედგენილი აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია.
3. თუ გარანტია გაუქმებული არ არის, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შედეგად წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  55

4. საბაჟო ორგანომ შეიძლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე, ამ კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად მისცეს უფლება, წარადგინოს საერთო გარანტია ორ ან მეტ ისეთ ოპერაციაზე, საბაჟო დეკლარაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე, რომელთა მიმართაც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება.
5. გარანტიის წარდგენა საჭირო არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ საქმიანობის ან ოპერაციის განხორციელებისთვის, რომელსაც ის საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.
6. გარანტიის წარდგენა არ ხდება, თუ საქონელი გადაადგილდება:
    ა) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით;
    ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით;
    გ) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით.
7. სხვა შემთხვევები, როდესაც გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.