FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საზღვაო კოდექსი

article  82

1. ყველა გემი (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი თანხმობა.
2. საზღვაო ნავსადგურში გემის ან ტვირთის დაკავების უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანს, თუ:
    ა) გემი სანაოსნოდ უვარგისია;
    ბ) მწყობრიდან არის გამოსული სანავსადგურო ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ქონება და სანავიგაციო მოწყობილობა;
    გ) დარღვეულია დატვირთვის, მომარაგების, ეკიპაჟის დაკომპლექტების მოთხოვნები, არსებობს გემთან დაკავშირებული სხვა ნაკლოვანებანი, რომლებიც საშიშროებას უქმნის გემის უსაფრთხო ნაოსნობას, გემზე მყოფ ადამიანთა ჯანმრთელობას და გარემოს;
    დ) არასწორად არის შედგენილი გემის საბუთები;
    ე) არსებობს ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება საერთო ავარიის, გადარჩენის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების, გემების შეჯახების, გადასახადის გადაუხდელობის ან სხვა ზიანის შესახებ;
    ვ) გემის ან ტვირთის მფლობელი არ წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას (ჯარიმის, გადასახდელის გადაუხდელობის ან ზიანის აუნაზღაურებლობის შემთხვევაში).
საზღვაო კოდექსი

article  82

3. საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს 3 დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდება.
4. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის დაკავება, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.