FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1146

სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა.
1. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების გეგმის შემუშავების, განახლების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის, დანერგვის ან/და პერიოდული შემოწმების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების საკითხზე სწავლებისა და წვრთნის ჩატარების, მათ შორის, ნავსადგურის უშიშროების პერსონალის პრაქტიკული და თეორიული წვრთნის განხორციელების, ან/და ნავსადგურის უშიშროების რეგულარული ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1146

5. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურში და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნავსადგურში ან/და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებულ შეზღუდულ ზონასა და ნავსადგურში მყოფ გემზე და გემის გარშემო არსებულ სივრცეზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
7. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურში არსებული შეზღუდული ზონის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნის ან/და ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.