Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არბიტრაჟის შესახებ article 43 სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაძლებლობა, განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში. |