Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2154 2. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში პაციენტის მონაწილეობა აუცილებელია, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას. საქმის განხილვაში, პაციენტის გარდა, უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლები, პაციენტის ადვოკატი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში – პაციენტის სხვა კანონიერი წარმომადგენელი. თუ პაციენტს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს. არასრულწლოვანი პაციენტის საქმის განხილვისას არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, რომელშიც პაციენტი იმყოფება. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2154 ე) პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ განკარგულება შესაბამისი დასაბუთებით, აგრეთვე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის ვინაობა; ვ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მოსამართლის ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე მოქმედებს, რასაც ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის/„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე; ზ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა შეასრულოს მოსამართლის ბრძანება; თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 8. პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება: ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც სასამართლოს მიმართვა წარუდგინა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) პაციენტის ვინაობა; ვ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა შეასრულოს მოსამართლის დადგენილება; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2154 ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 9. მოსამართლის ბრძანება/დადგენილება დგება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს, მეორე – იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, მესამე – პაციენტს (ან მის ადვოკატს/სხვა კანონიერ წარმომადგენელს), ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში. 10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული უფლებამოსილია სასამართლოს მიერ მისი მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს მიმართვა. 11. მოსამართლე წყვეტს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის წარმოებას „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 12. მოსამართლის ბრძანება/დადგენილება ძალაში შედის სასამართლო პროცესის მხარეებისათვის ამ ბრძანების/დადგენილების გამოცხადებისთანავე. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2154 3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის, მისი ადვოკატის ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი. 4. მოსამართლე უფლებამოსილია დაკითხოს იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი ასევე უფლებამოსილია მისცეს განმარტებები სასამართლოს და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2154 5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა მოთავსების შესახებ. 6. თუ არ არსებობს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტი უკვე იმყოფება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაწერილი. 7. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც სასამართლოს მიმართვა წარუდგინა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; |