Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ამნისტიის შესახებ article 1 ა) პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 332-ე, 333-ე, 338-ე, 339-ე, 340-ე, 341-ე, 342-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის ან ამ დოკუმენტებიდან რომელიმეს მსგავსი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ისეთი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, რომელიც საფუძვლად დაედო რომელიმე ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაცემას, თუ ამ დანაშაულის ჩადენისათვის მას ბრალი არ აქვს წაყენებული; |
ამნისტიის შესახებ article 1 ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირზე; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირზე. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა ან/და რომელმაც ამ დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ან შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი ამ კანონის ამოქმედებამდე გამოიყენა. |