Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 35 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი. 1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის რამდენიმე კანდიდატურის ერთდროულად წარდგენა დაუშვებელია. კომიტეტის თავმჯდომარის 1 მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო 1 მოადგილის კანდიდატურისა – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 35 3. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 4. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 5. თუპირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. 6. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. 7. თუ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ითვლება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ ამ წესით არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 35 8. არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყების შემთხვევაში შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს, თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ვერ აირჩა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლე უნდა აირჩეს. |