Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 17 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობა. 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრი. გამგეობის წევრთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით, კენტი რიცხვით. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრს ირჩევს საერთო კრება არაუმეტეს 4 წლის ვადით. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაწეული საქმიანობისთვის. 4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე. |