Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მოხალისეობის შესახებ article 1 კანონის მოქმედების სფერო. 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობას და მათ მესამე პირთან ურთიერთობას, თუ ისინი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვაგვარად არ რეგულირდება. 2. მოხალისეობით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კანონით ან სხვა სპეციალური კანონით არ რეგულირდება, წესრიგდება საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. მოხალისეობითი ურთიერთობა, რომლის ერთი მხარე პოლიტიკური გაერთიანებაა, რეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება თავდაცვის სფეროში მოხალისეობაზე. თავდაცვის სფეროში მოხალისეობა რეგულირდება თავდაცვის კოდექსით. |