Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 14 დაცვითი ორგანიზაციის მოვალეობები. დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები; ბ) დაიცვას და სრულად შეასრულოს ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ვალდებულებები); გ) შეუქმნას მცველს შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები, პატივი სცეს მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, არ დაუშვას მისი დამცირება ან ღირსების შელახვა; დ) უზრუნველყოს მცველი სათანადო ინფორმაციით და ყველა საჭირო აღჭურვილობით, რომელიც აუცილებელი იქნება მცველის მიერ დაცვითი საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტიანად განხორციელებისათვის; ე) გააცნოს მცველს ეს კანონი, დაცვითი ორგანიზაციის წესდება, ობიექტის უსაფრთხოების წესები და სხვა საჭირო ინფორმაცია; ვ) უზრუნველყოს მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მცველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა; ზ) დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს: ზ.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინება; ზ.ბ) ინფორმაცია დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ; თ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის, დაცვის ობიექტზე თავდასხმის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; |