Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 13 ლიცენზირება/ნებართვის გაცემა. 1. სისხლის დაწესებულება სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებას, ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში ტესტირებას, დამუშავებას, შენახვას, განაწილებას ან/და გაცემას (საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობა) ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. 2. სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი სისხლისა და მისი კომპონენტების მიღებას, შენახვას, დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის ტესტირებას და სამედიცინო დაწესებულების შიდა მოხმარებისთვის ტრანსფუზიის მიზნით გაცემას ახორციელებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გაცემული სათანადო ნებართვის საფუძველზე, ამ ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად ლიცენზიას/ნებართვას გასცემს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 4. ლიცენზიის/ნებართვის გაცემის წესი და სალიცენზიო/სანებართვო პირობები განისაზღვრება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 13 5. შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად გადასახდელი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 6. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. 7. სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 8. შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ლიცენზიის გაცემაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. ეს უარი შეიძლება გასაჩივრდეს იმავე კანონით დადგენილი წესით. 9. ლიცენზიის გამცემ კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს, სისხლის დაწესებულებას გაუუქმოს ლიცენზია, თუ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის ღონისძიებები ადასტურებს, რომ სისხლის დაწესებულება არ ასრულებს სალიცენზიო პირობებს და მას ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა ჯარიმების სახით. |