FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  16

ადგილზე წარმოშობილი („Sur place“) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება.
1. საერთაშორისო დაცვის საჭიროება შეიძლება ეფუძნებოდეს საქართველოში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებების მნიშვნელოვნად შეცვლას ან ისეთ ქმედებას, რომელსაც იგი წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ ახორციელებს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დევნის საფუძვლიანი შიში ან სერიოზული ზიანის რეალური რისკი შეიძლება ემყარებოდეს იმ საქმიანობას, რომელშიც იგი ჩართული იყო წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ და რომელიც არის იმ მრწამსის ან ორიენტაციის გამოხატულება და გაგრძელება, რომელიც უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წარმოშობის ქვეყანაში ჰქონდა.
3. თუ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტროს განმეორებით მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, მას შეიძლება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის დარღვევის გარეშე ეთქვას უარი ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე, თუკი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დევნის საფუძვლიანი შიში ან სერიოზული ზიანის რეალური რისკი იმ გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც მან წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდეგ წინასწარი განზრახვით, ხელოვნურად შექმნა.