Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 79 საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა. 1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაში, აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის ფილიალში ან ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ არ სრულდება საზედამხედველო ორგანოს მითითებები, მნიშვნელოვნად ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და პირი დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. დროებითმა ადმინისტრატორმა თავისი უფლებამოსილებები შესაძლებელია განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებთან ერთად ან შეიძლება ჩაანაცვლოს ისინი. 2. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებებს მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო. აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები შესაძლებელია მოიცავდეს მმართველი ორგანოს ზოგიერთ ან ყველა უფლებამოსილებას. 3. საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე შეცვალოს მისი დანიშვნის პირობები. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 79 4. დროებით ადმინისტრატორს უფლებამოსილება უწყდება: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე; ბ) საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის/აღიარების ან საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში. |