Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო შესყიდვების შესახებ article 91 საბჭოს გადაწყვეტილება. 1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 90-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. 2. საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად იმართება თათბირი, რომელშიც საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. საბჭოს წევრს, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც გადაწყვეტილებას დაერთვება. 4. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საბჭოს განსხვავებული აზრის მქონე წევრი. 5. თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს გადაწყვეტილებაში აღინიშნება. 6. საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 91 7. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების/ ქმედების მიღებისას/განხორციელებისას და საჩივარში აღნიშნული არ არის. 8. საბჭო უფლებამოსილია საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად საჩივარი: ა) სრულად დააკმაყოფილოს; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს; გ) არ დააკმაყოფილოს. 9. საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება მოსთხოვოს; გ) შესყიდვის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი. 10. საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 91 11. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად მიიჩნევა. 12. საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა. მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 13. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, საჯარო შესყიდვის შემთხვევაში – სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესახებ ან მისი შესრულების შეფერხების თაობაზე. 14. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის/უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომა. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 91 15. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. |