Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 1410 განცხადება სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. 1. ფიზიკური პირი სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. 2. განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტებისა, უნდა დაერთოს: ა) ამ კანონის 148 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის 149 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას; გ) სამუშაო ადგილის მისამართი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე, სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე. 3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინოს მას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. |