Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
შრომის უსაფრთხოების შესახებ article 15 სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება. 1. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც სხვა პირს შეემთხვა და რომელსაც დასაქმებული შეესწრო, ან რომელიც დასაქმებულს შეემთხვა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს. დამსაქმებელს აგრეთვე უნდა ეცნობოს ნებისმიერი უბედური შემთხვევის, საშიში შემთხვევისა და მავნე საწარმოო ფაქტორების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ მიიღოს პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შემდგომი საფრთხის თავიდან აცილებისათვის აუცილებელი ზომები; |
შრომის უსაფრთხოების შესახებ article 15 ბ) ამ კანონის მე-14 მუხლის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს დაიცვას სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის ადგილი და უცვლელად შეინარჩუნოს იგი კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ან სერიოზული ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად. თუ სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის ადგილზე სიტუაცია იცვლება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების ან სერიოზული ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა შეადგინოს სამუშაო ადგილზე არსებული სიტუაციის შესაბამისი აღწერილობა სათანადო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების მოკვლევის ხელშეწყობისათვის; გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს უბედური შემთხვევის შესახებ: გ.ა) შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებას (არსებობის შემთხვევაში) და დასაქმებულთა წარმომადგენელს; გ.ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის დროს და მაშინ, როდესაც უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტები დანაშაულის ნიშნებზე მიანიშნებს; |
შრომის უსაფრთხოების შესახებ article 15 გ.გ) ზედამხედველ ორგანოს − ამ კანონის მე-14 მუხლის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დროს; დ) აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებების შემთხვევები, რაც გულისხმობს კომპეტენტური უწყებების წარმომადგენელთა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისა და დაშავებული დასაქმებულის, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ერთობლივი მონაწილეობით შესაბამისი უბედური შემთხვევის და პროფესიული დაავადების მიზეზის დადგენას. 3. თუ უბედური შემთხვევა დასაქმებულს სხვა დამსაქმებლის სამუშაო სივრცეში შეემთხვა, ეს დამსაქმებელი ვალდებულია დაზარალებული დასაქმებულის დამსაქმებელს დაუყოვნებლივ აცნობოს უბედური შემთხვევის შესახებ. 4. დამსაქმებელი ვალდებულია შეინახოს საშუალო სიმძიმის, მძიმე, ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევების შესახებ მტკიცებულებები, რომლებიც უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც საჭირო იქნება შესაბამისი უბედური შემთხვევის აღწერისათვის, თუ სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შედეგები მოგვიანებით გამოვლინდება, და მიიღოს სათანადო ზომები ასეთი უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. |
შრომის უსაფრთხოების შესახებ article 15 5. მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის დეტალური პროცედურები, აგრეთვე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესი და ფორმა, მოკვლევის პროცედურები, ანგარიშგების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |