FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  149

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი.
1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში.
2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული.
3. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ფორმდება საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმით.
5. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო რეკომენდაციას იღებს საკონსულტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 6.   სამხარეო   საკონსულტაციო   საბჭოს   საქმიანობის   ორგანიზებას  უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.