FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  261

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი.
2. ამ კოდექსის 115-1−116-8, 118-ე–118-4, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ამ კოდექსის 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება მათი ჩადენის ადგილას ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის სხვა ადგილიც.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  261

5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება განიხილონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ შენობაში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, სამართალდამრღვევისთვის აღნიშნული საქმის განხილვის ადგილისა და დროის წინასწარ, დადგენილი წესით შეტყობინების საფუძველზე, ხოლო ამ კოდექსის 86-3 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში.