Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ზოგადი განათლების შესახებ article 621 ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები. 1. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან. 2. ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლის ასაკს, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში. 3. ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში. 4. ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში. |
ზოგადი განათლების შესახებ article 621 5. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლებამოსილია იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლებამოსილი არ არის, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდეგ გამოაცხადოს. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №691 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. |