FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  50

3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  50

ლიცენზიის მიღების საფუძველი.
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა, პირის განცხადება და აუქციონში მისი გამარჯვება.
2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ არსებობს:
    ა) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი და პირის მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის შესახებ. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად;
    ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ნებისმიერ პირს. ამ შემთხვევაში კომისია აუქციონს მართავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესის საფუძველზე.