Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2155 პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა, ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის წესები. 1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ ბრძანების მოქმედების ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პაციენტის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ყოფნის ვადა აითვლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე პაციენტის ამ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან. 2. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის ვადის გაგრძელების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება არაუმეტეს 2 თვისა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის მიმართვას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 21-54 მუხლით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 72 საათში. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2155 3. პაციენტმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მის მიმართ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, ან აღარ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათში წყვეტს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის მიერ არანებაყოფლობითი იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების მიღების აღდგენის საკითხს. სასამართლოს მიერ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პაციენტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მეთვალყურეობით განაგრძობს. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პაციენტის მიმართვა განიხილება ამ კოდექსის 21-54 მუხლით დადგენილი წესით. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2155 4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან პაციენტის გაწერის თაობაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. |