FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ამნისტიის შესახებ

article  3

3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში, ბინადრობის მოწმობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტში, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში, სხვა სამგზავრო დოკუმენტში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში ან/და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემ სხვა ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს იმ დოკუმენტს, რომელში მითითებული მონაცემებიც არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ ნამდვილ მონაცემებს, და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას.
4. იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობაში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აუქმებს იმ დოკუმენტს, რომელში მითითებული მონაცემებიც არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ ნამდვილ მონაცემებს, და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესწორების შესატანად.
ამნისტიის შესახებ

article  3

5.  პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის განცხადების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული სამინისტრო ამ პირის შესახებ სათანადო ინფორმაციას აწვდის სააგენტოს. თუ იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბი მოწმობა გაცემულია ყალბი დოკუმენტის − საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
6. თუ სააგენტოს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პირის მიერ განცხადების ნებაყოფლობით წარდგენის გარეშე, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გაუგზავნოს.
ამნისტიის შესახებ

article  3

1. იმისათვის, რომ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა ისარგებლოს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიით, მან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განცხადება უნდა წარუდგინოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბ მოწმობას, მან ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე განცხადება ამ პუნქტში მითითებულ ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე არ ვრცელდება.
ამნისტიის შესახებ

article  3

7. თუ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი 2017 წლის 31 დეკემბრამდე ნებაყოფლობით არ წარადგენს განცხადებას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს.