FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  381

3. იმ საარჩევნო სუბიექტს/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც ბოლო საერთო პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0,75 პროცენტი ან 0,75 პროცენტზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არაუგვიანეს საერთო არჩევნების წლის 17 ივლისისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მიკუთვნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პარტიას.
5. საარჩევნო სუბიექტს/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, რომელიც ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით მიკუთვნებული რიგითი ნომრის გამოყენების შესახებ არ მიმართავს შესაბამის კომისიას, აგრეთვე ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, რიგითი ნომერი წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა მიენიჭება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  381

6. წილისყრის მიზნით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების  რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისთვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ასე შემდეგ) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ფურცლების დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ამ მუხლით დადგენილი წესით არჩეული რიგითი ნომრები. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
7. პარტიის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს/მაჟორიტარ კანდიდატს აქვს იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მის წარმდგენ პარტიას აქვს მინიჭებული.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  381

საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა.
1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის − არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული პარტიებისთვის − არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  381

2. პირველად რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას არაუგვიანეს საერთო არჩევნების წლის 17 ივლისისა. რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საუკეთესო დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ აქვთ უფლება, დაიტოვონ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან დაფინანსების რიგითობის შესაბამისი ნომერი ან აირჩიონ ნებისმიერი გაუნაწილებელი რიგითი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა მათზე უკეთესი დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  381

8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით ამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის/მერობის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ყველა ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
9. იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიას, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა რიგითი ნომერი და უარი ეთქვა საარჩევნო რეგისტრაციაზე ანდა გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ მათთვის მინიჭებულ რიგით ნომერს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  381

10. შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი ინარჩუნებს იმ რიგით ნომერს, რომელიც მას შესაბამისი საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული. თუ საარჩევნო სუბიექტს შუალედური არჩევნებისათვის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის რიგითი ნომერი არ აქვს, მას რიგითი ნომერი წილისყრით, ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭება.
11. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე რეგისტრირებული მერობის კანდიდატის/მაჟორიტარი კანდიდატის შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.