Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 155 ნდობის ჯგუფის შემადგენლობა. 1. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში იქმნება ნდობის ჯგუფი. 2. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო ორი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წევრი. 3. ფრაქციები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ პარლამენტს. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ ნდობის ჯგუფის წევრად ორზე მეტი პირის დასახელების შემთხვევაში პარლამენტს პლენარულ სხდომაზე წარედგინება იმ 2 ფრაქციის წევრი, რომლებშიც საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში პარლამენტს პლენარულ სხდომაზე წარედგინება იმ ფრაქციის წევრი, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. 4. ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად, პარლამენტისთვის წარდგენამდე შემოწმებას გადის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 155 5. პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 6. ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე. 7. ფრაქციის მიერ წარდგენილ ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ ფრაქციის მიერ ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში. ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. |