Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ article 4 ბიოლოგიური ნიმუშის აღება. 1. ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება აქვს: ა) ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელს; ბ) სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელს; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) უფლებამოსილ თანამშრომელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი არის ბიუროში/სამინისტროში დასაქმებული ექსპერტი, აგრეთვე ბიუროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული პირი, რომელიც დასაქმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უწყებაში. 3. გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიოლოგიურ ნიმუშს აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს ან ბიუროს. |
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ article 4 4. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების, მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის სამინისტროში ან ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას. 5. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას საგამოძიებო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონით დადგენილი წესით ბრალდებულის გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სამინისტროში ან ბიუროში გამოცხადების შესახებ ინფორმაციის ბრალდებულისთვის მიწოდებას. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების ან პირის მიერ მის აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმს, რომელშიც აღინიშნება: ა) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი); ბ) ბიოლოგიური ნიმუშის აღების თარიღი; |
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ article 4 გ) ბიოლოგიური ნიმუშის ამღები უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ე) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ განცხადებული თანხმობა/უარი ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე; ვ) ოქმის შესადგენად აუცილებელი სხვა რეკვიზიტები. |