Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მოხალისეობის შესახებ article 4 მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები. 1. მოხალისე ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად განახორციელოს; ბ) მასპინძელ ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხისა თუ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს; გ) იზრუნოს მასპინძელი ორგანიზაციის ქონებაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს; დ) მასპინძელ ორგანიზაციას დროულად აცნობოს ავადმყოფობის ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში. 2. ეს კანონი არ ზღუდავს მოხალისის უფლებას, ისარგებლოს იმ უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. 3. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია მოხალისეობითი ურთიერთობის დაწყებამდე განუმარტოს მოხალისეს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. |