Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 86 ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა. 1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების შესახებ ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად. 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ. 3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 86 4. ბუნებრივი გაზის საცავის თითოეული ობიექტისთვის (მათ შორის, იმ ობიექტისთვის, რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულება), ხოლო სისტემით მოსარგებლეებისთვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში – აგრეთვე ობიექტთა ჯგუფისთვის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას ამ ობიექტებში არსებული გაზის მოცულობის, შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 86 5. თუ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობით სარგებლობს მხოლოდ ერთი პირი, იგი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის დასაბუთებული მოთხოვნით. სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის განხილვისას კომისია მხედველობაში იღებს დაბალანსების საჭიროებას, ერთი მხრივ, ბუნებრივი გაზის შიდა, კონკურენტული ბაზრის შექმნის მიზანსა და, მეორე მხრივ, კომერციული საიდუმლოს კანონისმიერი დაცვის ინტერესს შორის, თუ შესაბამისი კომერციული საიდუმლოს გამჟღავნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისტემით მოსარგებლის საერთო კომერციულ სტრატეგიაზე. თუ კომისია მიიჩნევს, რომ სისტემით მოსარგებლის მოთხოვნა საფუძვლიანია, დასაშვებია ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის გათავისუფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან 1 წლამდე ვადით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 86 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენებით არ უნდა შეიზღუდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის შეტყობინებისა და მის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აგრეგირებული მონაცემები ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის იმ მონაცემების იდენტურია, რომლებთან დაკავშირებითაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოქვეყნების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ. 7. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტრუქტურის შესახებ. |