FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  8

საბაზისო ანგარიში.
1. საბაზისო ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება იმ საქმიანობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახიფათო ნივთიერების გამოყენებას, წარმოებას ან გარემოში გავრცელებას.
2. საბაზისო ანგარიში  უნდა მოიცავდეს:
    ა) საქმიანობის განხორციელების ადგილის გამოყენების (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ასევე მისი წარსულში გამოყენების) შესახებ ინფორმაციას;
    ბ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებზე ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ასახავს მათ მდგომარეობას ანგარიშის შედგენის დროს ან/და ინფორმაციას იმ ახალი კვლევების შედეგების თაობაზე, რომლებიც უკავშირდება საქმიანობის განხორციელების შედეგად ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების შესაძლო დაბინძურებას;
    გ) GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატებს (shp- ფაილთან ერთად), რომელშიც აღნიშნულია დაბინძურების წყარო/წყაროები.