Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეწარმეთა შესახებ article 167 აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება. 1. ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თავდაპირველად იმავე კლასის აქციის მფლობელ აქციონერს, ხოლო შემდგომ − სხვა აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს ახალი აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება. 2. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება გაუქმდეს ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, აგრეთვე ამ კანონის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებადართული კაპიტალის ფარგლებში კაპიტალის გაზრდისას საერთო კრების წინასწარი თანხმობით მიღებული სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში საერთო კრებაზე წარმოდგენილი უნდა იყვნენ საერთო ხმების არანაკლებ 2/3-ის მფლობელი აქციონერები. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წერილობითი მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების საფუძვლები და დასაბუთებულია ახალი აქციების გამოშვების ღირებულება. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით. |
მეწარმეთა შესახებ article 167 3. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება ითვალისწინებს ახალი აქციების კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისთვის ან საბროკერო კომპანიისთვის გამოშვებას იმ ვალდებულებით, რომ ის მიღებულ აქციებს შესთავაზებს სააქციო საზოგადოების აქციონერებს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებისთვის. 4. სააქციო საზოგადოებამ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1 პროცენტის მფლობელ აქციონერებს დაზღვეული წერილით უნდა შეატყობინოს, ხოლო დანარჩენ აქციონერებს − დაზღვეული წერილით ან შესაბამისი ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე ან მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით. სააქციო საზოგადოებამ აქციონერებს ამ უფლების გამოყენებისთვის უნდა მისცეს სულ მცირე 14 დღის ვადა, რომელიც აითვლება შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარების ან ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან. |
მეწარმეთა შესახებ article 167 5. ამ მუხლით დადგენილი წესები გამოიყენება სააქციო საზოგადოების მიერ აქციებში კონვერტაციის ან აქციებზე გადაცვლის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ან სასესხო ვალდებულების აღებისას შესაბამის შემთხვევაში, მაგრამ არ მოქმედებს ამ ფასიანი ქაღალდებიდან ან სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე კონვერტაციის ან გადაცვლის უფლების გამოყენებაზე. 6. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება არ მოქმედებს: ა) იმ აქციების მიმართ, რომლებიც გამოშვებულია საწარმოს ან მისი შვილობილი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრების, წარმომადგენლების, დასაქმებულების, დაკავშირებული პირების ანაზღაურების გაცემის მიზნით, მათ შორის, მათი კუთვნილი, აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდებიდან ან ოფციონებიდან გამომდინარე უფლებების დასაკმაყოფილებლად. თუ აღნიშნული აქციები ამ მიზნით, დანიშნულებისამებრ არ იქნა გამოყენებული, მათზე ვრცელდება აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება; ბ) არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების მიმართ; გ) სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების მიმართ, მათი ხელახალი განთავსების შემთხვევაში. |
მეწარმეთა შესახებ article 167 7. თუ სააქციო საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა კლასის აქციები, რომლებსაც ხმის ან სააქციო საზოგადოების ქონების განაწილებაში მონაწილეობის განსხვავებული უფლებები უკავშირდება, სადამფუძნებლო შეთანხმება შეიძლება ითვალისწინებდეს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების იმ კლასის აქციების მფლობელი აქციონერების მიერ უპირატესი გამოყენების უფლებას, რომელი კლასის აქციების გამოშვებაც ხდება. |