Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ article 8 მეცნიერის გარანტიები. 1. მეცნიერს უფლება აქვს: ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; ბ-1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში; გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება; დ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. მეცნიერის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით. 3. მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდება (დებულება). 4. მეცნიერის შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება. |