Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ტურიზმის შესახებ article 29 ვალდებულებების უზრუნველყოფის ფარგლები. 1. ტუროპერატორის მიერ წარმოდგენილი ფულადი უზრუნველყოფა მოიცავს: ა) პაკეტის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნებას, თუ პაკეტი გაუქმდა; ბ) პაკეტის იმ ნაწილის კომპენსაციის თანხას, რომელიც გაუქმდა; გ) ტურისტის რეპატრიაციის ხარჯებს, თუ პაკეტი ითვალისწინებს ტურისტის გადაყვანას; დ) რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსების ხარჯებს. 2. დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ფულადი უზრუნველყოფა მოიცავს: ა) ტურისტის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებას, თუ ტურისტული მომსახურება, რომელიც გათვალისწინებული იყო დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით, მოვაჭრის გადახდისუუნარობის გამო არ განხორციელდა; ბ) ტურისტის რეპატრიაციის ხარჯებს, თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობა გადაყვანას მოიცავს; გ) რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსების ხარჯებს, თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურებები მოიცავს ტურისტების გადაყვანას და გადაყვანისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მოვაჭრეს. |
ტურიზმის შესახებ article 29 6. თუ ცენტრალური საკონტაქტო ორგანო ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების სხვა წევრი სახელმწიფოს ცენტრალური საკონტაქტო ორგანოსგან მიიღებს საქართველოში რეგისტრირებული ტუროპერატორის მიერ მიწოდებულ გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნას, მან ასეთ მოთხოვნას უნდა უპასუხოს შეძლებისდაგვარად სწრაფად, საკითხის გადაუდებლობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. |
ტურიზმის შესახებ article 29 3. ტუროპერატორი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგენს შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატის) 1 ეგზემპლარს. უზრუნველყოფისა და მისი ოდენობის შესახებ ინფორმაცია აისახება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში. 4. ტუროპერატორის გადახდისუუნარობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად ცენტრალური საკონტაქტო ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 5. თუ ცენტრალურ საკონტაქტო ორგანოს ეჭვი აქვს ტუროპერატორის გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის თაობაზე, მან ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოს ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების სხვა წევრ სახელმწიფოს, რომელიც ტუროპერატორის რეგისტრაციის სახელმწიფოა. |