Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 12
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 3. მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს მიკრობანკის აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი საქართველოს ეროვნულ ბანკს გადასცეს. მიკრობანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. 4. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მიკრობანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს მიკრობანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა ფინანსური აქტივების მოთხოვნის უფლება − სხვა მიკრობანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს და ორგანიზება გაუწიოს ამ ვალდებულებების გადაცემას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისთვის მიკრობანკის კრედიტორთა თანხმობა საჭირო არ არის. 6. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს: ა) თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება; ბ) იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც მიკრობანკი მონაწილეობდა; |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 გ) მიკრობანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ მიკრობანკი საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლების გამოყენებას აპირებს) არ აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დარიცხული თანხისა, და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას; დ) მიკრობანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა მიკრობანკში ან კომერციულ ბანკში. მისი გადატანისთვის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა საჭირო არ არის. მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა მიკრობანკში ან კომერციულ ბანკში გადატანის შესახებ. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 7. მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ადმინისტრატორის ქმედება, რომელიც განხორციელდა მიკრობანკის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში (თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში) და რომელმაც კრედიტორებს ზიანი მიაყენა. ადმინისტრატორის მიერ მიკრობანკის კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი მიკრობანკის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. 8. მიკრობანკის ლიკვიდატორმა: ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შესაწყვეტად, რომლებსაც ორგანიზაცია ასრულებდა, ორგანიზაციის, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეებს დაუბრუნოს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 ბ) მიკრობანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად მიკრობანკის ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ფასეულობას მიკრობანკის სეიფებში ინახავენ, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც მიკრობანკი განაგებს, უნდა გაუგზავნოს მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება. ამ შეტყობინებაში აღინიშნება ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება და რომ მიკრობანკის ლიკვიდატორისთვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში; გ) მიკრობანკის მსესხებლებსა და სხვა დებიტორებს უნდა მოსთხოვოს მიკრობანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სახელშეკრულებო ვადაში დაფარვა. მიკრობანკის აქტივების მაქსიმალურად ამოსაღებად მიკრობანკის ლიკვიდატორმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პატიებას), რომლებსაც არ აქვთ დავალიანებების სახელშეკრულებო ვადაში სრულად დასაფარავად საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 9. მიკრობანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც შესაბამის ამონაწერში მითითებულ ვადაში გამოთხოვილი არ არის, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მიკრობანკს ერიცხება, მოუკითხავ რესურსად მიიჩნევა და მესაკუთრის გამოსავლენად საქართველოს ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის. მოუკითხავი ფულადი სახსრები საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება. 10. მიკრობანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში). 10-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში. 10-1 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს: ა) მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) კრედიტორი, რომლის მიმართ სასესხო ვალდებულება მიკრობანკს მისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკი. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც მიკრობანკისთვის მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება; |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 15. იმ აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ამ მიკრობანკის აქტივი იყო, იგი ავტომატურად მიიჩნევა ლიკვიდირებული მიკრობანკის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას საქართველოს ეროვნული ბანკი იძენს. თუ ლიკვიდირებული მიკრობანკის ამოღებული აქტივი ფულადი სახსრებია, ისინი საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული მიკრობანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე უნდა გადაირიცხოს და მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა განაწილდეს. მიკრობანკის არაფულადი მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში მისი განკარგვისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება ამოღებული არაფულადი მატერიალური აქტივის ლიკვიდირებული მიკრობანკის ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესი. 16. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად მიიჩნევა, თუ სრულადაა დაფარული მის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა და დარჩენილი აქტივები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციონერებზეა განაწილებული. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 17. თუ მიკრობანკს დაუფარავი ვალდებულებები ერიცხება, მაგრამ ამ ვალდებულებების დასაფარავად აქტივები აღარ აქვს, მისი ლიკვიდაციის პროცესი წყდება და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით იხსნება გაკოტრების საქმე. 18. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიკრობანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 მიკრობანკის ლიკვიდაცია. 1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას (გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) იწყება მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და მიკრობანკის კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. მიკრობანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია მიკრობანკის ლიკვიდატორად მიკრობანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. მიკრობანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება მის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 2. თუ მიკრობანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ მიკრობანკის ლიკვიდატორის ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 გ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა; დ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა; ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 39 ვ) მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, მიკრობანკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები; ზ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები; თ) ფიზიკური პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები; ი) იურიდიული პირის სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრები არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა; კ) მიკრობანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ლ) მიკრობანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ მიკრობანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; მ) მიკრობანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; ნ) მიკრობანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ო) მიკრობანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; |