FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  7

უფლება საპენსიო აქტივებზე.
1. პენსიის მისაღებად საპენსიო აქტივების განკარგვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის, მისი შესაძლებლობის შეზღუდვის ან გარდაცვალების შემთხვევაში. მონაწილეს აგრეთვე უფლება აქვს, განკარგოს საპენსიო აქტივები ამ კანონის შესაბამისად საპენსიო სქემის შეწყვეტის ან საპენსიო სქემიდან საპენსიო აქტივების გადატანის შემთხვევაში.
2. პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივები მონაწილის საკუთრებაა, ამ კანონით განსაზღვრული უპირობო უფლებების პირობების გათვალისწინებით. მონაწილეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ნებისმიერ დროს განკარგოს საკუთარი საპენსიო აქტივები შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით.
3. ჯგუფური საპენსიო სქემის შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის საპენსიო შენატანებს, თითოეულ პირად საპენსიო ანგარიშზე განთავსებული საპენსიო აქტივების ის ნაწილი, რომელიც დამსაქმებლების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შედეგია, მონაწილის საკუთრებაში გადადის საპენსიო აქტივებზე მონაწილის უპირობო უფლებების წარმოშობის მომენტიდან.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  7

4. საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება ჩამორთმევასა და ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, აღსრულების საპროცესო ღონისძიებებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს ან სხვა ნებისმიერი სახის შეზღუდვას ან ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების პროცედურებს მონაწილის, დამსაქმებლის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, საპენსიო კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ნებისმიერი ასეთი მცდელობა ბათილია.