Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1147 სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა. 1. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სავალდებულო უშიშროების გეგმის შემუშავების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის ან/და განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სანავსადგურე ობიექტის უშიშროების პერსონალის წვრთნის განხორციელების ან/და სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. |