FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  19

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა.
1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა უნდა გაიმართოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომას იწვევს გამგეობის თავმჯდომარე. გამგეობის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე გამგეობის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გამგეობის თავმჯდომარის ხმა.
5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომის ოქმი ინახება და ხელმისაწვდომია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა წევრისთვის. მუხლი 20. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია ზედამხედველობას უწევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას და იხილავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის დავებს.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  19

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წევრისაგან, რომლებსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისაგან 4 წლის ვადით ირჩევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება.
3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი, იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში საქმიანობისთვის.
4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრთა არჩევის წესი და მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.
5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის ინიციატივით წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის რევიზია.
6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობამ მას უნდა წარუდგინოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  19

7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია ანგარიშვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წინაშე, რომელსაც წარუდგენს წლიურ ანგარიშს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის თაობაზე. 8.  წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის ნაცვლად საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება ცალ-ცალკე შეიქმნას სარევიზიო კომისია და დავების განმხილველი კომისია.