FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

article  18

დაუზღვეველი დეპოზიტები. დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება:
    ა) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები;
    ბ) შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის კაპიტალის 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები;
    გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით  განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა შესაბამის კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დეპოზიტები; გ-1) ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები;
    დ) იმ დეპოზიტორთა დეპოზიტები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში;
    ე) დეპოზიტები, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე, და დეპოზიტები, რომელთა მფლობელი დეპოზიტორების იდენტიფიცირებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ ხდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე;
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

article  18

ვ) დეპოზიტები, რომელთა მიმართაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები ან რომლებით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით;
    ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს დეპოზიტები.