Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საგზაო მოძრაობის შესახებ article 42 საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები. საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მოქმედებს შემდეგი წესები: ა) მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება; ბ) მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი; გ) მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს; დ) ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავა უნდა გამორთოს; ე) იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი, აკრძალულ ადგილებში იძულებით გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება. |