FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  6

მთავრობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონ­სტი­ტუციებისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
    ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;
    ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინი­ს­ტროე­ბის, საქ­ვეუწ­ყებო დაწესებულებების დე­ბუ­ლებებს;
    გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას;
    დ) ქმნის მთავრობის სათათბირო ორგანოებს და ამტკიცებს მათ დებუ­ლე­ბებს;
    ე) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის მინისტრის აქტი;
    ვ) შეიმუშავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექ­ტს;
    ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  6

თ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს საჯარო   სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს. კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი ან სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო   სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით;
    ი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამტკიცებს აღმას­რუ­ლე­ბელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობათა სარგოებს;
    კ) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია­ზე სა­მეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენ­ტუნარიანი და სტა­ბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
    ლ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მარ­თვას;
    მ) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნას, მართვასა და მხარდაჭერას;
    ნ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური, სოციალური, ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
    ო) უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზე­ბისა და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  6

პ) უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, ხელს უწყობს მშენებლობასა და ურ­ბა­ნულ განვითარებას;
    ჟ) ქმნის სათანადო პირობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტე­რი­­ტორიაზე ტურიზმისა და სპორტის განვითარებისათვის;
    რ) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მარ­თვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
    ს) უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორ­ციე­ლე­ბას;
    ტ) ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საარ­ქივო სამსახურის მართვას;
    უ) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.