Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 14 კონტროლი და ინსპექტირება. 1. კომპეტენტური ორგანო ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 2. კომპეტენტური ორგანო ახორციელებს სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ინსპექტირების ღონისძიებებს. 3. კომპეტენტურმა ორგანომ სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ინსპექტირება უნდა განახორციელოს არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო სერიოზული გვერდითი მოვლენის, სერიოზული გვერდითი რეაქციის ან ასეთ მოვლენაზე/რეაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, სპეციალური შემოწმება. 4. კონტროლისა და ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელებისას კომპეტენტური ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 14 ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეამოწმოს სისხლის დაწესებულება და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე მოსთხოვოს მათ საქმიანობის ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესაბამისად განხორციელება; ბ) გამოავლინოს სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის საქმიანობაში არსებული ხარვეზი, დარღვევა ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან ნებისმიერი შეუსაბამობა; გ) შემოწმების პროცესში აიღოს ნიმუშები შემოწმებისა და ანალიზისთვის; დ) სისხლის დაწესებულებას ან სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკს მიუთითოს გამოვლენილი ხარვეზის ან/და შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი აღმოფხვრა; ე) სისხლის დაწესებულების ან სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის საქმიანობაში გამოვლენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ სისხლის დაწესებულების ან სამედიცინო დაწესებულების ამ კანონის V თავით ან/და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაჯარიმების შესახებ; |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 14 ვ) თუ სისხლი, სისხლის კომპონენტი ან/და სისხლის პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი დადგენილ მოთხოვნებს, უზრუნველყოს მისი წუნდება, ჩამორთმევა და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მისი ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით გამოყენება; ზ) შეაფასოს ანგარიშმგებელი დაწესებულებებისგან მიღებული სერიოზული გვერდითი მოვლენისა და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ მონაცემები და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად მოახდინოს რეაგირება; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები და შეასრულოს მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობები. |