FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  7

ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევა.
1. სააგენტო უფლებამოსილია დააწესოს ნაკლებად მკაცრი ემისიის ზღვრული მნიშვნელობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთსარგებლიანობის ან/და სხვა ეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ემისიების დონეების მიღწევა, როგორც ისინი აღწერილია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში, გამოიწვევს გარემოსდაცვით სარგებელთან შედარებით არათანაბარზომიერად მაღალ ხარჯებს, შემდეგი მიზეზების გამო:
    ა) საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ან ადგილობრივი გარემო პირობები;
    ბ) საქმიანობის ტექნიკური მახასიათებლები.
2. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ ექნება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება წვის დანადგარებზე, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებზე, აგრეთვე საქმიანობებზე, რომლებიც  ორგანულ გამხსნელებს იყენებენ.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  7

5. სააგენტო პერიოდულად ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების შეფასებას/გადახედვას, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის პროცესში.
6. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის მიზნებისთვის ინოვაციური ტექნიკის გამოცდის/გამოყენების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელისთვის დაუშვას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებითა და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამონაკლისი. ამასთანავე, ინოვაციური ტექნიკის გამოცდის/გამოყენების საერთო ვადა 9 (ცხრა) თვეს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ემისიის დონეები ან შეწყვიტოს აღნიშნული ტექნიკის გამოცდა/გამოყენება.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  7

7. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ემისიის ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც  ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მნიშვნელობებისგან სიდიდეებით, დროის პერიოდებითა და სტანდარტული პირობებით განსხვავდება. ასეთ შემთხვევაში სააგენტო სულ მცირე წელიწადში ერთხელ შეაფასებს ემისიების მონიტორინგის შედეგებს, რათა უზრუნველყოს, რომ ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში ემისიები არ აღემატებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ემისიის დონეებს.