Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 27 გამოსაცემი ნორმატიული აქტები. 1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელშეკრულებო გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის/მოსალოდნელი შეუსრულებლობის დეფოლტად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმების დადგენის თაობაზე; ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, იმავე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დამაზუსტებელი წესის დადგენის თაობაზე; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივების შემოწმების პერიოდულობისა და ჩატარების წესის დადგენის თაობაზე; დ) ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი აქტივების ლიკვიდურობის მოთხოვნების განმსაზღვრელი წესის დადგენის თაობაზე; ე) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზაციის გაცემის წესის დადგენის თაობაზე; ვ) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე; |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 27 ზ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პროგრამის კრედიტორთათვის მიწოდების ან/და გამოქვეყნების წესის დადგენის თაობაზე; თ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივების რეესტრის წარმოებისა და რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დადგენის თაობაზე. 2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ან/და ლიკვიდურობის დამატებითი მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში) არ გავრცელდება აღნიშნული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე ამოქმედებულ პროგრამაზე, გარდა იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური ობლიგაციების დამატებით გამოშვების ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში ახალი რეფინანსირების ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევისა. |